დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ჩიქვანაიას მშობლები და მოსწავლეები მადლობას უხდიან
27-05-2020

ქეთევან ჩიქვანაია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია. დისტანციური გაკვეთილების ინტენსიურად ჩატარებისათვის მას მშობლები და მოსწავლეები მადლობას უხდიან.

ნიშანდობლივია, რომ ქეთევან ჩიქვანაია ყოველთვის გამოირჩევა პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისათვის TV სკოლის მიერ მადლობის სერტიფიკატითაც დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მან როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ სასერტიფიკაციო გამოცდებზე მაქსიმალური, ათ-ათი კრედიტქულა მოიპოვა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203