სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს
27-05-2020
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დახატეს ნახატები, წაიკითხეს პატრიოტული თემატიკის ლექსები და იმღერეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს