„ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი დამოუკიდებელი ნაბიჯები მომავლის გზაზე“ - ზესტაფონის N7 სკოლის პედაგოგმა მაკა ცერცვაძემ მე-12 კლასელები ემოციურად გააცილა
27-05-2020

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა ცერცვაძემ სადამრიგებლო XII კლასს ემოციური წერილით და ტკბილი მოგონებებით სავსე ფოტოკოლაჟით მიულოცა სკოლის დამთავრება.

„და აი, ეს დღეც დადგა .... ყოველთვის, როცა ფიქრებით ამ დღეს გადავწვდებოდი ხოლმე, ერთად მეუფლებოდა სიხარული და სევდა. სიხარული იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება ახალი თავგადასავლებითა და ახალი გამოწვევებით სავსე, რომლებსაც, ზუსტად ვიცი, ღირსეულად გაუმკლავდებით, სევდა კი იმიტომ, რომ ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში უთქვენოდ დაიწყება.

სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრის დეტალები, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ყალიბდებოდა ჩემში თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული. თქვენთან ერთად მრავალი ბედნიერი, ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი დღე გავატარე, მინდოდა, თქვენი სკოლიდან გაცილება ერთ-ერთი ასეთი დღე ყოფილიყო ჩვენთვის, მხიარულებით, თქვენებური იუმორითა და სიხარულით სავსე ....

ვწუხვარ, რომ ვერ გაგაცილეთ, ვწუხვარ, რომ გულში ვერ ჩაგიკარით და თქვენი სიხარულის თანაზიარი ვერ გავხდი, მაგრამ მაინც, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი დამოუკიდებელი ნაბიჯები მომავლის გზაზე, გვეხაროს და გვეამაყოს თქვენით!! მიყვარხართ და მეიმედებით“,- წერს დამრიგებელი.

იხილეთ ვიდეო

ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203