ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ქარდავა ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევას შეუერთდა
27-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევას პასუხობენ. მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების რეჟიმის პერიოდში უფრო უკეთესად გამოავლინეს თავიანთი ნიჭი და უნარები.

სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.

ამჯერად, წარმოგიდგენთ მე-2 კლასის მოსწავლის, გიორგი ქარდავას შემოქმედებას. გიორგი ქვიშაზე ხატავს. მას ასევე ძალიან უყვარს ლექსები. გიორგი ვიდეოების საშუალებით გვიზიარებს თავის ნამუშევარსა და წაკითხულ ლექსს.

იხილეთ ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203