წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლე ზურა ჯოხაძე თავისი ნამუშევრებით დისტანციურ სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს
27-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს სახალისოს და საინტერესოს ხდიან. ამჯერად, სკოლის წარმომადგენელი ერთ-ერთ მოსწავლეზე, ზურა ჯოხაძეზე გვიყვება:

„მინდა გაგაცნოთ ერთი ჭკვიანი და სიყვარულით სავსე ჩვენი პატარა მეგობარი, მე-5 კლასის მოსწავლე ზურა ჯოხაძე. ზურა გატაცებულია ხატვით, ხშირად გვიგზავნის თავის ნახატებს, მონაწილეობას იღებს სასკოლო თუ საქალაქო კონკურსებში. მან მონაწილეობა მიიღო იმერეთის მხარის მხატვართა კონკურსში ბუნების დაცვის კუთხით და მისმა ნახატმა -„გავუფრთხილდეთ წყალს“ დიდი მოწონება დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც ონლაინ გაკვეთილები დაიწყო ზურა აქტიურობს ინტერნეტ სივრცეში, ხშირად აქვეყნებს დამატებით რესურსებს სვადასხვა საგნებში. ზურამ გამოთქვა სურვილი, რომ მის მოძიებულ დამატებით მასალებს საგანში: „ჩვენი საქართველო“, გაცნობოდნენ მისი თანატოლები და გამოეყენებინათ გაკვეთილების მომზადების დროს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ზურას და მის მშობლებს, განსაკუთრებით კი ზურას დედიკოს - ზეინაბ ჯოხაძს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და გვიგზავნის ფოტომასალებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203