ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებელმა არმინე ხაჩატურიანმა, მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ონლაინ ღონისძიება მიუძღვნა
26-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა არმინე ხაჩატურიანმა და მისმა მოსწავლეებმა 26 მაისს ონლაინ ღონისძიება მიუძღვნეს.

არმინე ხაჩატურიანი დისტანცირ სწავლებაში ჩართული ერთ-ერთი აქტიური მასწავლებელია ხოჯორნის სკოლიდან. პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს, რაშიც პატარები მონდომებით ერთვებიან.

სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. პედაგოგებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ და მოსწავლეებთან ერთად აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203