„გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს“-თბილისის N71 სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
26-05-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორმა პაატა ჩორგოლაშვილმა XII კლასის მოსწავლეებს თბილი სიტყვებით და ემოციური წერილით მიულოცა სკოლის დამთავრება. მართალია, სკოლაში „ბოლო ზარი“ ტრადიციულად, ხალხმრავლობით არ აღნიშნულა, თუმცა მე-12 კლასელები დირექციამ და პედაგოგებმა სიყვარულით გააცილეს და გზა დაულოცეს.

„ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს!! მადლობა, თქვენს დამრიგებლებს, რომლებიც მუდამ თქვენს გვერდით იყვნენ. მადლობა, ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც პირველი კლასიდან მოყოლებული, თუნდაც ერთხელ შემოვიდა თქვენთან და გესაუბრათ საინტერესო თემაზე. მადლობა თქვენს მშობლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგი მომავალი გქონდეთ. ამასთანავე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გეხმარებოდათ და მომავალშიც დაგეხმარებათ წინააღდეგობებითა და წარმატებებით აღსავსე ცხოვრების გზაზე!!! მარად თქვენი გულშემატკივარი და უფროსი მეგობარი“,- წერს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203