ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-05-2020
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

იხილეთ ვიდეოები











აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203