„ეს დღე ჩვენია“ - ბათუმის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26-05-2020

ბათუმის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მოსწავლეები პედაგოგთან, თინიკო ჩხაიძესთან ერთად ყველას ულოცავენ ეროვნულ დღესასწაულს. 

„მსოფლიო ცისარტყელაში ჩვენ ერთ-ერთი ლამაზი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი სამშობლო-საქართველო უძველესი დროიდან მოდის და ღირსეულად იცავს თავის მამულს, თავის ენასა და სარწმუნოებას.

ღირსეული გამგრძელებლები ვყოფილიყავით დავითის, თამარის, ილიას, იაკობისა და სხვათა საქმეების. ბათუმის N14 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი - თინიკო ჩხაიძე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

„ეს დღე ჩვენია“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203