თბილისის N118 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ნახატები „გააცოცხლეს“
26-05-2020

„გააცოცხლე ნახატი“ - თბილისის N118 საჯარო სკოლის II1 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ნინო სუხიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

„მე და ჩემი მოსწავლეები შევეცადეთ, სასარგებლო და საინტერესო ერთმანეთისთვის შეგვეთავსებინა და პირადად ჩემთვის, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში ჩემს პატარებს, რომ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და საოცარი გარდასახვა მოახდინეს.
უღრმესი მადლობა მშობლებს. თქვენი დაუღალავი შრომის, დეტალებზე დაკვირვებისა და საინტერესო იდეების გარეშე, არაფერი გამოვიდოდა.
პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო და მოლოდინებით სავსე იყო ეს დღეები და დიდი ინტერესით ველოდი, თითოეული თქვენგანის გამოგზავნილ ფოტოს. ბოლოს მეც იმდენად გამიტაცა იდეამ, რომ ვეცადე იგივე გამეკეთებინა“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო სუხიშვილი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203