
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციური სასწავლო რეჟიმის ფარგლებში სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
„ბევრი ვიფიქრე, ბავშვები უსაქმურად და მოწყენილები არ ყოფილიყვნენ. გადავწყვიტე ერთი დღე შემოქმედების დღედ გვექცია და ბავშვებს მივეცი დავალებები: შეექმნათ რაიმე ხელოვნების ნიმუში“,-ამბობს პედაგოგი ნანა თეგაძე.
მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში საკუთარი ნიჭი გამოავლინეს და მასწავლებელს მრავალფეროვანი შემოქმედება წარუდგინეს.
იხილეთ ფოტოები