ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილეს
26-05-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილეს და გზა დაულოცეს. „ბოლო ზარი“ სკოლის კედლების ნაცვლად, ამჯერად, Teams-ის პროგრამაში დაირეკა.

„20 მაისი, ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული ხალხმრავლობა და სიხალისე იგრძნობოდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაში...ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი, თვალცრემლიანი მოსწავლეები და მასწავლებლები.

ბოლო ზარი, რომელზეც ყველა მოსწავლე ოცნებობს... ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია. ახალციხის N5 საჯარო სკოლის 88 მოსწავლისათვის მეტად მოკრძალებული, თუმცა ძალიან თბილი შეხვედრა გაიმართა ონლაინ პლატფორმა Ms. Teams-ის გამოყენებით. შეხვედრაზე მოსწავლეები დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს. სკოლის დირექციამ და მასწავლებლმა კი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს მოსწავლეებს სკოლის დამთავრება“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები







ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203