წყალტუბოს N1 სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს
26-05-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო, საინფორმაციო პრეზენტაციები მიუძღვნეს. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ეროვნული დღესასწაული დისტანციურად აღნიშნეს.

„26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია! ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე!

ამ ღირსშესანიშნავი დღის შესახებ მეტი ინფორმირებულობისა და მნიშვნელობის გააზრების მიზნით ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - ია მიქაძემ, ვიქტორია გორდულაძემ და მარი ტყაბლაძემ მოამზადეს საინფორმაციო რგოლები.

კლასის დამრიგებელი და ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიირხელიძე. ვიცოდეთ 26 მაისის მნიშვნელობა!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203