
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს მადლობას უხდის ონლაინ სწავლებაში აქტიური ჩართულობისათვის.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ონლაინ სწავლებაში, რის გამოც ყველა მასწავლებელმა მიიღო მოლოცვა და სერთიფიკატები 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისათვის!
გისურვებთ მომავალ წარმატებებს!“- წერს სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე.
იხილეთ ფოტოები