წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
26-05-2020

წიგნის საერთაშორისო დღეს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისგან.

ბავშვებმა პედაგოგებს გააცნეს თავიანთი საყვარელი წიგნები. ზოგიერთმა მათგანი კი ამ წიგნების შესახებ თანასკოლელებს ესაუბრა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა: ნატალია ზვიადაძემ და ილია ლექვინაძემ, მე-3 კლასის მოსწავლემ - ანასტასია კუჭუხიძემ, მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბენიძემ და მე-6 კლასის მოსწავლე ლილე ჩხაბერიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავიანთი ბიბლიოთეკა. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე, ანასტასიამ ინგლისურად, ხოლო დათუნამ ფრანგულ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან. 

„მადლობა ყველა ჩვენს მოსწავლეს ვინც აქტიურობს და თანამშრომლობს სკოლათან მათ მასწავლებლებს. ჩვენ ერთად საინტერესო და ლამაზ დღეებს ვჩუქნით ჩვენი სკოლის საზოგადოებას და ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი მუშაობით. მადლობა ჩვენს მშობლებს, რომლებიც დიდი სიყვარულით თანამშრომლობენ სკოლასთან“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203