დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პროექტი მიუძღვნა
26-05-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა დარიკო ხედელიძემ, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, 26 მაისთან დაკავშირებით, პროექტი განახორციელა.

მე-10 კლასელებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დისტანციურად გამართეს. მოსწავლეებმა დამოკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი დღე მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203