ჭალეს თემის N1 სკოლის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ ესეების კონკურსში გაიმარჯვა
25-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ ესეების კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას.

„ვულოცავ ჩემს გოგოს, თამარ აქუბარდიას, ამ პირველ გამარჯვებას! წარმატების გზებით გევლოს, თათა ძვირფასო. არაერთხელ გესახელებინოს შენი მშობლიური სკოლა. ბევრი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია ჭალის პირველ საჯარო სკოლას წლების განმავლობაში და ამ ტრადიციას დღესაც ღირსეულად აგრძელებს. თქვენ ჩვენი სიხარული ხართ, ჩვენი პროფესიის გამართლება და გამარჯვება! თქვენ ის კაპიტალი ხართ, ქვეყნის მომავალში რომ ვდებთ რუდუნებით აღმზრდელები და მასწავლებლები“,- წერს პედაგოგი ლალი შამუგია სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203