უჩვეულო „ბოლო ზარი“ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის
25-05-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის უჩვეულო „ბოლო ზარი“ გაიმართა.

„ჩვენმა უსაყვარლესმა, საამაყო და გამორჩეულმა კლასმა, რომელსაც ჩვენი სკოლა ასახელებს, როგორც სკოლის მარგალიტს, უკვე დაასრულა სწავლა უჩვეულო ბოლო ზარით.

20 მაისს დისტანციური სწავლების პროგრამა „თიმსის“ საშუალებით შევხვდით მათ და ვირტუალური, უჩვეულო გაცილება მოვუწყვეთ ცხოვრების ახალ გზაზე. უამრავ წარმატებას ვუსურვებთ. გვჯერა, რომ ისინი შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ, გვჯერა, რომ მათით იამაყებს ჩვენი სკოლა, როგორც აქამდე და უფრო მეტადაც, რადგან მათ შეძლეს გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, რასაც პანდემიის რეჟიმი ჰქვია. გვჯერა, ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას მარტივად გადალახავენ ჩვენი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ბავშვები!!!“-, აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203