საძელის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა
25-05-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ბოლო ზარი“ მე-12 კლასელებისთვის „თიმსში“ დაირეკა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამშვიდობება და წარმოთქმული სიტყვები იყო ემოციური და გულსატკენი, რადგან ვერ დაემშვიდობნენ 12 წლის განმავლობაში ნაფერებ საყვარელ მოსწავლეებს.

საძელის სკოლა ულოცავს სკოლის დამთავრებას მეთორმეტეკლასელებს და უსურვებს რომ წარმატებული მომავალი ჰქონდეთ.

ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203