„ჩვენი გმირი ექიმები“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნამუშევრები შექმნეს
„ჩვენი გმირი ექიმები" - გარდაბანის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნამუშევრები შექმნეს
„აქტიურად აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში სწავლებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის დამრიგებელი, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი ლუიზა სუხიტაშვილი.
მისმა პატარა აღსაზრდელებმა ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ნახატები თემაზე - „ჩვენი გმირი ექიმები".
წარმატებები ქალბატონ ლუიზას და მის აღსაზრდელებს.იმედია სექტემბერში საკლასო ოთახშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ სწავლის პროცესს", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: