დედის მოყოლილი ამბებით აფხაზეთზე შეყვარებული აფხაზეთის N22 სკოლის მესამეკლასელი მოსწავლის ემოციური ჩანახატი
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, 23 მაისს, როცა საქართველოში აფხაზეთობა აღინიშნება, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილი სწორედ აფხაზეთის თემაზე ჩაუტარდათ, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა აფხაზეთზე მოგონებები, გაგონილი ამბები და ემოციები ჩანახატის სახით დაწერეს. etaloni.ge გთავაზობთ სკოლის მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი მოსწავლის ჩანახატს, რომელიც იხსენებს დედის მონაყოლს, თუ როგორ მოუწია დედას 14 წლის ასაკში აფხაზეთის დატოვება ომის გამო და როგორ ევსება თვალები ცრემლით ყოველი ფოტოს დანახვისას რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. მესამე კლასის მოსწავლე, ოცნებობს რომ ერთ დღესაც დედა აღარ ატირდება აფხაზეთის ფოტოებზე და მასთან ერთად თავადაც შეძლებს აფხაზეთის ნახვას.
იხილეთ მოსწავლის ემოციური ნამუშევარი:

