„მომავლის სამჭედლოზე შემდგარო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას“- აფხაზეთის N7 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს დისტანციურად დაემშვიდობა
25-05-2020

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა წელს მე-12 კლასის (დამრიგებელი ანგელინა გოგია) 15-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის ოქროს მედალოსნები არიან: ანი ლაშქარავა, გიგი გოგია და ლანა კვაშილავა. ვერცხლის მედალოსანი კი ვლადიმერ (ლადო) ცაავა.

სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა დისტანციურად დაემშვიდობა მოსწავლეებს, „ფეისბუქის“ გვერდიდან მიმართა და განვლილი დროის ფოტოკოლაჟი მიუძღვნა.

„მინდა ძალიან მარტივად და ბუნებრივად მივმართო ჩემს, აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის, აწ უკვე კურსდამთავრებულებს - ჩემო ლამაზებო, ჭკვიანებო და მომავლის სამჭედლოზე შემდგარო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ახალი საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ საფეხურზე შებიჯებას, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში და ვისურვები გაგემართლებინოთ სკოლისა და მასწავლებლების იმედები. გახსოვდეთ ჩემო კარგებო ჩვენი სკოლის კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203