ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გოგსაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის
25-05-2020

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანი გოგსაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2019-2020 სასწავლო წლის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX - ის კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა ბაღდათის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ანი გოგსაძისათვის, რაც მას საშუალებას აძლევს გაეცნოს ამერიკის კულტურას და ხალხს. საერთაშორისო პროგრამის მეშვეობით, ისწავლოს ამერიკულ სკოლაში, იცხოვროს ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი აკადემიური (2020-2021წ) წლის მანძილზე.

„გილოცავთ ანი ამ დიდ წარმატებას! ბაღდათის N1 საჯარო სკოლა ამ დიდ გამარჯვებას ასევე ულოცავს სკოლის დირექტორს ბატონ მერაბ ფურცელაძეს, ინგლისური ენის პედაგოგებს სოფო მინაძეს და ნათია მეფარიშვილს, კლასის ხელმძღვანელს ლია ტყემალაძეს და მთელ კოლექტივს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203