„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“ - ახალციხის N5 სკოლის მასწავლებლებმა მესამე სასკოლო ონლაინ კონფერენცია გამართეს
24-05-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მესამე სასკოლო ონლაინ კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“ გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან. მასში მონაწილეობდნენ შემდეგი მასწავლებლები:

მაია თათეშვილი - „ეფექტური სასწავლო რესურსების უპირატესობა დისტანციურ სწავლებისას“/ფიზიკის მასწავლებელი;

ლელა ცაგარეიშვილი - „შებრუნებული საკლასო ოთახი- დისტანციური სწავლების ეფექტური მეთოდი“/ ინგლისური ენის მასწავლებელი;

ხათუნა ბალახაშვილი - „სპეციალური საჭიროების მოსწავლე სკოლაში“/დაწყებითი კლასის მასწავლებელი;

თინათინ ხმალაძე - „საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა“/ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები. კონფერენციის ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელ პედაგოგებს ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობისათვის, დისტანციური სწავლების პროცესში საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიერებისა და საქმის ერთგულების, გამოჩენილი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, თანადგომისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითისთვის და სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203