იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის კურსდამთავრებული მარიამ იობიძე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობს
25-05-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი კურსდამთავრებული მარიამ იობიძე „პალიტრა L“ - ის გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ მონაწილეობს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამის რომანი ახლა იწერება, ის ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ამისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

„თუ გსურთ, რომ მარიამი მეორე ტურში გადავიდეს, მითითებულ ლინკზე უნდა წაიკითხოთ მისი რომანის 20 გვერდი და მისცეთ ხმა“,- წერს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის დირექცია ნიჭიერ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203