წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით თემაზე გამართულ ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ
25-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმერეთის რეგიონში, გარემოსდაცვით თემაზე გამართულ ნახატების კონკურსში - „მოდი, დავიცვათ მდინარეები და ზღვები“ მონაწილეობდნენ.

კონკურსი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ.

კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობისათვის სკოლების მიერ წარმოდგენილი იყო 50-მდე ნახატი, ხოლო დისტანციურად ნახატები შეაფასა 5000 მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა.

„კონკურსის ფარგლებში შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა მდინარეებისა და ზღვის დაცვის, ნარჩენების რეციკლირების თემაზე შექმნილი საუკეთესო ნახატები. ასევე გამოვლინდა ინტერნეტ მომხმარებლების რჩეული ნახატი. კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ მარია ბერიამ.

ვულოცავთ ნიჭიერ გოგონას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეები: მე-3 კლასელი ლიზი თურმანოვი და მე-5 კლასის მოსწავლე ზურა ჯოხაძე, რომელთა ნახატებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203