დისტანციური „ბოლო ზარი“ და სკოლისგან სამახსოვრო ვიდეორგოლი რუსთაველ მე-12 კლასელებს
22-05-2020
რუსთავის N13 საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას დისტანციურად ულოცავს და სამახსოვრო ვიდეორგოლს უძღვნის.

„ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - სკოლის დასრულებას.

დღეს თქვენ ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებით უნდა გევლოთ და ჟრიამულით აგეხმაურათ მეცამეტე სკოლა, მაგრამ ამის ნაცვლად, დისტანციურად გეფერებით და გემშვიდობებით.

გისურვებთ შინაარსიან ცხოვრებასა და წარმატებებს. რწმენითა და სიყვარულით გევლოთ ცხოვრების გზაზე და მუდამ გახსოვდეთ მშობლიური მეცამეტე სკოლა", - აღნიშნულია რუსთავის N13 საჯარო სკოლის მილოცვაში.

იხილეთ ვიდეო: 



წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203