ბოსლების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთი მოსწავლისთვის, მარინე ფოლდიშვილისთვის დაირეკა 
22-05-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ბოსლების საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლისათვის, მარინე ფოლდიშვილისათვის დაირეკა დისტანციურად „ბოლო ზარი“. სკოლის დირექცია, პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები მარინეს დიდი სიყვარულით აცილებენ სკოლიდან.

„2019-2020 სასწავლო წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში ერთი მოსწავლისათვის მარინე ფოლდიშვილისათვის დაირეკა უჩვეულო ბოლო ზარი. უჩვეულო იმიტომ რომ დისტანციურად მივულოცეთ სკოლის დამთავრება!  და კიდევ იმიტომ რომ, კლასკომპლექტში სწავლობდა, სწავლობდა თავის კლასის პროგრამას და სხვა კლასის პროგრამას ხან იმეორებდა (თუ მასზე დაბალ კლასთან იყო კლასკომპლექტში), ხან კი წინსწრებით ისმენდა მომდევნო წლის გასავლელ მასალას (თუ მასზე მაღალ კლასთან იყო კლასკომპლექტში). სამაგიეროდ, ყველა კლასში ჰყავდა მეგობრები, რომლებმაც დიდი სიყვარულით სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად საგზლად გაატანეს კეთილი სურვილები, დიდი სიყვარული და ცოდნა, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე ულევად გაჰყვებ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203