„ვულოცავთ ახალი და უამრავი საინტერესო გამოწვევებით სავსე ცხოვრების დასაწყისს“- ვანთის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
22-05-2020

თელავის მუნიციპალიტეტის, ვანთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ. 

„მასწავლებლების და ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, ამ დღიდან ითვლება ათვლის წერტილი მათი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის, ცხოვრების დიდ ასპარეზზე. ვულოცავთ ახალი, და უამრავი საინტერესო გამოწვევებით სავსე ცხოვრების დასაწყისს, ვუსურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების შესრულებას და საუკეთესო მომავალს“, - ნათქვამია მისალოც წერილში. 

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203