„მოდის კვირეული“- ლიის თემის N1 სკოლის მოსწავლეები ანა და ლუკა ბერიშვილები ​ ახალ გამოწვევას შეუერთდნენ
22-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ გამოწვევას შეუერთდნენ. მიუხედავად დისტანციური სასწავლო პროცესისა, მოსწავლეების პედაგოგები სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.

„აბა, ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მზად ხართ ახალ გამოწვევას უპასუხოთ?! რა თქმა უნდა იქნებით... ახლა უკვე ვგრძნობ და მესმის თქვენი კაბების და პერანგების შრიალი, ზუსტად ვიცი ძალიან რომ გაგიხარდებათ და განსაკუთრებით ჩემს გოგონებს ხელოვნების ამ დარგში /ტანსაცმლის დიზაინი/ გამოწვევის მიღება...
მოკლედ, ასე გადაწყვიტეთ ეს კვირა გამოვაცხადოთ მოდის კვირეულად ე.წ, ფეშენ ვიკი. წარმოგიდგენთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას... გელოდებით...დრო ჩაირთო...“-ასეთია გამოწვევა, რომელსაც მოსწავლეები უკვე აქტიურად გამოეხმაურნენ.

ამჯერად, წარმოგიდგენთ ტყუპებს - ანა და ლუკა ბერიშვილებს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203