დამიის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება ვიდეორგოლით მიულოცეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მასწავლებლებმა ძირითადად დისტანციურად მიულოცეს.„ყოველ წელს, ამ დღეს ჩვენი სკოლის ზარი რეკავდა უფრო ხმამაღლა და სხვანაირად. სამწუხაროდ, ამ წელს არ ჟღერს ისე, როგორც ჩვენ და თქვენ გვინდა. მაგრამ ჩვენ, გულით ვულოცავთ თქვენ „ბოლო ზარისთვის“, - აღნიშნულია დამიის საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ ჩაწერილ ვიდეოში.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზეინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში