თბილისის N29 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია კამლაძე XII კლასელებს ემოციური ვიდეორგოლით ემშვიდობება
22-05-2020

თბილისის N29 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები დირექტორმა და დამრიგებლებმა თბილი სიტყვებით და წერილებით გააცილეს სკოლიდან. დამამთავრებელ კლასს დამრიგებელმა მაია კამლაძემ სამახსოვროდ ვიდეორგოლი მოუმზადა.

ვიდეოში თავმოყრილია ის ფოტოები, რომლებიც მასწავლებელსა და მოსწავლეებს ერთად გატარებული წლებისგან ტკბილ მოგონებად დარჩებათ. აქვეა წერილები კეთილი სურვილებით.

მართალია, წელს, ეპიდემიის გამო სკოლებში „ბოლო ზარი“ ტრადიციულად, ხალხმრავლობით არ ჩატარებულა, თუმცა მასწავლებლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სითბოთი და სიყვარულით გააცილეს სკოლიდან.

ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203