„ისწავლეთ, იშრომეთ, იპოვეთ თქვენი თავი და საქმე, რომელიც გაგაბედნიერებთ“-დედოფლისწყაროს N2 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
22-05-2020

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილი-ჩერქეზიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ვიცი, ეს დღე სხვანაირად, გრანდიოზულად წარმოგედგინათ. ვისურვებდი, ამაზე დიდი იმედგაცრუება არ გამოგეცადოთ ცხოვრების რთულ გზაზე. ისწავლეთ, იშრომეთ, იპოვეთ თქვენი თავი და საქმე, რომელიც გაგაბედნიერებთ. რის შედეგადაც არა მარტო თქვენ თავს, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანებს, თქვენს გარშემომყოფებს, ზოგადად, ქვეყანას გამოადგებით!“-წერს დირექტორი.  

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203