ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა კოტრიკაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის
22-05-2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიანა კოტრიკაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „FLEX-ის“ გამარჯვებულია. სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „FLEX“ შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში, იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი ულოცავს დიანას ამ დიდ წარმატებას.

„ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ აშშ- ში 1 წლით სწავლა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს დიანას აისრულოს ის ოცნებები, რომელიც მას მოამზადებს დიდი ცვლილებებისთვის.

წარმატებებს გისურვებ დიანა. მჯერა, რომ მიღებულ ცოდნას მომავალშიშენი ქვეყნის სამსახურში გამოიყენებ“,-წერს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203