„იცით თუ არა?“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლემ აინშტაინის შესახებ პროექტი მოამზადა
22-05-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა მესხმა შემეცნებით-გასართობი პროექტი წარმოადგინა. ბექას სახლში ყოფნის პერიოდი ნაყოფიერად გაჰყავს და დისტანციურად სწავლის ფარგლებში ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.

„იცით თუ არა, რომ ჩვენმა V კლასის მოსწავლემ, ბექა მესხმა (დამრიგებელი ბელა ხეცურიანი) შემეცნებით-გასართობი პროექტი „იცით თუ არა“ რომ შეიმუშავა?! 

ბექამ საინტერესო ამბები ვიდეოკოლაჟად აქცია და მეგობრებს ასე სახალისოდ გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მიხედავად სახლში ყოფნისა, დროს შემეცნებითად იყენებენ და აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების პროცესში, რაზეც მათი ნამუშევრებიც მეტყველებენ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203