„დაგილოცავთ გზას“- დაბა კაზრეთის N2 სკოლის დირექცია, პედაგოგები და მანდატურები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, მანდატურები და სკოლის თანამშრომლები მე-12 კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. მათ კურსდამთავრებულებს ემოციური ვიდეორგოლით მიმართეს.
„მთელი ჩვენი სიყვარულით, გულწრფელად, გილოცავთ სკოლის დამთავრებას საყვარელო ბავშვებო. გვეამაყება თქვენთან გატარებული ყოველი დღე !!! უცნაურად, უცხო ფორმატით,
დაგილოცავთ გზას..!! გახსოვდეთ დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა ყოველთვის და ყველგან თქვენი უდიდესი გულშემატკივარი იქნება!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეოინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში