„წინ დიდი გზა გაქვთ გასავლელი და გვინდა დაგილოცოთ“-დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
21-05-2020
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ემოციური წერილით ულოცავენ. 

მილოცვა დაბა ასპინძის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს

წელს უჩვეულოდ, განსხვავებულად დადგა 20 მაისი.....არავითარი მზადება, ჟრიამული, გამომშვიდობება, მხიარული და მოწყენილი სახეები, ბოლო ზარის წკრიალი!

ეს წელი ყველასათვის გამორჩეული იყო და ასე დარჩება ისტორიაში.....
მართალია ზარის წკრიალი არ ისმის, მაგრამ დროს ვერ შეაჩერებ....
სწრაფად გაირბინა დრომ ....გაირბინა თორმეტმა წელმა - ძიების, ცოდნის შეძენის, სიყვარულის, სათნოების, სიკეთის წლებმა.

გიარეს წლებმა სკოლის კედლებში, რომელიც თქვენგანისათვის, ჩვენგანისათვის იყო არის და იქნება ცოდნისა და სიყვარულის ტაძარი.

და დღეს უკვე მთავრდება თქვნი ბავშვობა და იწყება ახალი....
წინ დიდი გზა გაქვთ გასავლელი და გვინდა დაგილოცოთ ეს გზა და გისურვოთ...
იცოცხლეთ ლამაზი სიცოცხლით, ულევი სიყვარულით, სათნოების დღეებით!
დაგებედოთ წარმატება სწავლაში და შრომაში!
იყავით ბედნიერნი და გფარვდეთ ზეციერი.

ასპინძის საჯარო სკოლის დირექცია, დირექტორი ქალბატონი კლარა ზედგინიძე და პედაგოგიური კოლექტივი.
20 მაისი 2020წელი

გთავაზობთ კურსდამთავრებულთა ფოტოებს არქივიდან

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...