„მადლობა ყველა მასწავლებელს 12 წელი თანადგომისათვის“- რაქვთის საჯარო სკოლის XII კლასელები პედაგოგებს გამოემშვიდობნენ
21-05-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის თამარ ბარათაშვილის სახელობის რაქვთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დირექციას და მასწავლებლებს გამოემშვიდობნენ. „ბოლო ზარი“ ემოციური იყო. მოსწავლეები ახალი ცხოვრებისთვის - სტუდენტობისთვის ემზადებიან.

„ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.

მიყვარხართ...სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას.

რა შემიძლია ვთქვა? სკოლაში ვისწავლე მეგობრობა, ამხანაგობა, მივიღე ცოდნა. მცირე ცხოვრებისეული გამოცდილება. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სკოლას ვემშვიდობები, კლასელებს. 12 წელი სწრაფად გავიდა. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, სტუდენტი გავხდე. გისურვებთ ყოველივე კარგს. მიყვარხართ. ბავშვობის საუკეთესო წლები...მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს 12 წელი თანადგომისათვის“-წერს მარიამ ბარათაშვილი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203