თბილისის N124 სკოლის დირექციამ და XII კლასების დამრიგებლებმა კურსდამთავრებულებს სკოლის ეზოდან მიმართეს და გზა დაულოცეს
21-05-2020

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექციამ და დამრიგებლებმა მე-12 კლასელები თბილი სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

„ბოლო ზარი“ ჩვეულად, ხალხმრავლობით არ ჩატარებულა, თუმცა დირექციის ინიციატივით, სკოლის ეზო ლამაზად მოირთო. დირექტორმა და დამრიგებლებმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს.

რადგან „ბოლო ზარის“ ჩატარებას ეპიდემიამ შეუშალა ხელი, მასწავლებლებმა, სიმბოლურად, ექიმის ხალათზე დაუწერეს კეთილი სურვილები მოსწავლეებს.

ვიდეო გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203