თეთრიწყაროს N2 სკოლის დირექცია და მასწავლებლები XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
21-05-2020

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და „ბოლო ზარს“ ულოცავენ.

მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე დისტანციურად აღნიშნეს. მასწავლებლებმა მათი სურათებით კოლაჟი შექმნეს და დამამთავრებელ კლასს სამახსოვროდ მიუძღვნეს.

წელს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო სკოლებში „ბოლო ზარი“ ვერ დაირეკა. ამ დღემ ხალხმრავლობის გარეშე, თუმცა კეთილი სურვილებით და სამახსოვრო წერილებით ჩაიარა.

ბმული გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203