„იყავით მისაბაძი ადამიანები სამშობლოს სიყვარულში“ - ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა მე-12 კლასელებს
21-05-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი და სკოლის პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავენ.

სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა, კლასის ხელმძღვანელმა ცირა ქურდიანმა და პედაგოგიური საბჭოს მდივანმა ნონა ცანავამ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ერთობლივად მიულოცეს სკოლის დამთავრება და უსურვეს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კეთილი გზა.

დირექტორმა კი მიმართა  შემდეგი სიტყვებით: „გილოცავთ მოსწავლეებო სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში, გამოიყენეთ მიღებული ცოდნა როგორც საკუთარ მიზნებისთვის ასევე სამშობლოს კეთილ საქმეებში. გისურვებთ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებში ჩაბარებას და ცოდნის განმტკიცებას. იყავით ღირსეულნი, პატივსაცემი, შემოქმედი და სამშობლოს მოყვარულნი, ყველა მოქალაქის  უფლებების და მათი აზრების გამზიარებლები  განურჩევლად მათი წარმავლობისა და რწმენისა. იყავით მისაბაძი ადამიანები სამშობლოს სიყვარულში“.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203