„ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ბევრ წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“-ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2020

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს. 

„ბოლო ზარმა უკვე საქართველოს ყველა სკოლაში ჩამოჰკრა, თუმცა 2020 წლის „ბოლო ზარი“ ყველაზე უჩვეულო აღმოჩნდა... ბავშვების გარეშე...

წარწერებით აჭრელებული მაისურები, აცრემლებული მასწავლებლები და მოსწავლეები დღეს ისეთი თვალხილული აღარაა, როგორც ადრე იყო.  

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი ულოცავს მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას: „მათ ცხოვრებაში ეს დღე ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული და მეორეს დასაწყისია...წინ დამოუკიდებელი ცხოვრება და სტუდენტობაა.. ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ბევრ წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, - ნათქვამია სკოლის მოწოდებულ წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203