„ჩვენ გვჯერა თქვენი“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე XII კლასელებს მისალოცი წერილით აცილებს
21-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. კეთილი სურვილებით აცილებენ სკოლიდან დამამთავრებელ კლასს მასწავლებლებიც.

„მოგესალმებით ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებო. დღეს 20 მაისია, დღე როდესაც დაემშვიდობებით სკოლას, მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ.

ეს დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაში მოლოცვებით და მოგონებებით, მაგრამ არსებული პანდემიის გამო და პირობებში მინდა დაგლოცოთ და მოგილოცოთ მომავალი გზა, ჩვენ გვჯერა თქვენი და მუდამ გვეამაყებით!

პატივისცემით თქვენი კარგის მსურველი ტარიელ მიქელაძე“, -წერია დირექტორის წერილში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203