აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ორიგინალურად მიულოცეს
21-05-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ორიგინალურად მიულოცეს. მათ ექსპრომტად სიმღერა ჩაწერეს, რომელიც კურსდამთავრებულებს მიუძღვნეს. 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და მასწავლებლები დიდი სიყვარულით ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას.

ამ დღის აღსანიშნავად ვუძღვნით ექსპრომტად ჩაწერილ სიმღერას, სადაც ვეცადეთ გვეთქვა მათთვის ჩვენი სათქმელი და გვეგრძნობინებინა ის დიდი სიყვარული, რასაც ვგრძნობთ მათ მიმართ.
უამრავ წარმატებას და დიდ ბედნიერებას გისურვებთ აწ უკვე ჩვენო კურსდამთავრებულებო“,- წერია მისალოც წერილში.



წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203