რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი მე-12 კლასელებს „ბოლო ზარის“ გარეშე, თუმცა დიდი სიყვარულით აცილებს სკოლიდან
21-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი მე-12 კლასელებს „ბოლო ზარის“ გარეშე, დისტანციურად, თუმცა დიდი სიყვარულით აცილებს სკოლიდან.

„ჩემო მონატრებულო მე-12 კლასელებო, გილოცავთ საშუალო სკოლის დამთავრებას, მიყვარხართ და მეიმედებით!!!“- წერს დირექტორი.

წელს, ეპიდემიის გამო, სკოლებში "ბოლო ზარი" ვერ ჩატარდა. მასწავლებლებმა მოსწავლეები ხალხმრავლობის გარეშე, მაგრამ თბილი სიტყვებით და წერილებით გააცილეს სკოლიდან. მოსწავლეებისთვის გულისამაჩუყებელი იყო ვიდეოკოლაჟის ნახვა და კეთილი სურვილების მოსმენა.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203