„ოცდაცამეტი ოქროს მტევანი“ - ციხისძირის საჯარო სკოლის I კლასში „ანბანთქება“ დისტანციურად ჩატარდა
21-05-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯემალ ქათამაძის სახელობის ციხისძირის საჯარო სკოლის I კლასში, დისტანციურად, საინტერესოდ ჩატარდა „ანბანთქება“: „ოცდაცამეტი ოქროს მტევანი“.

კლასის დამრიგებელი ნარგიზ ხახუტაიშვილია.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ონლაინ მიულოცა მათი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი დღე, გამოთქვა იმედი, რომ დედაენის წყალობით მათ სულში ანთებულ სანთელს ვერაფერი ჩააქრობს. შემდეგ მოსწავლეებმა ონლაინ, დისტანციურად ლექსებითა და სიტყვებით მოეფერნენ დედაენასა და ქართულ ანბანს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203