ქუთაისის N15 სკოლაში არაფორმალური განათლება დისტანციური სწავლების პროცესშიც აქტუალურია
21-05-2020

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლება დისტანციური სწავლების რეჟიმშიც აქტუალურია. აღნიშნული კუთხით სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობებში.

„არაფორმალური განათლება დისტანციური სწავლების პროცესშიც აქტუალურია. 2020 წლის 14 მაისს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალთან ერთად დაიწყო ერთობლივი საგანამანთლებლო პროექტი - ,,მუზეუმი და ჩვენ". სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა პირველი ონლაინ შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი  და ამავე მუზეუმ-ნაკრძალის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203