„იღბალი და გამართლება თქვენკენ!“ - ახოს N1 სკოლის დირექცია და მასწავლებლები XII კლასელებს ემშვიდობებიან
21-05-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს ემშვიდობებიან. ვიდეოკოლაჟი და გამოსამშვიდობებელი წერილი მოსწავლეებისთვის ემოციური აღმოჩნდა.

„20 მაისს, ახოს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა, აწ უკვე 2020 წლის კურსდამთავრებულებმა, მიიღეს გულთბილი მილოცვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

გილოცავთ, ახალგაზრდებო! დაე, ყველა თქვენგანის ცხოვრების გზა წარმატებული ყოფილიყოს. იღბალი და გამართლება თქვენსკენ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203