„სკოლაში მიღებულმა ცოდნამ გაგინათოთ გზა წარმატებული და ლამაზი ცხოვრებისკენ“-კერძო სკოლა „საუნჯეს“ დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2020

რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ დირექტორმა გულჩინა ჭიკაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა. 

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით სკოლის სოციალური ქსელის გვერდიდან მიმართა.

„ჩემო საყვარელო ბავშვებო ჩემო კურსდამთავრებულებო გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს დღეს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში ახალი, არც თუ მარტივი პასუხისმგებლობა დაგაკისრათ. თქვენ ხომ დღეს დახურეთ თქვენი ცხოვრების პირველი საფეხური და გადააბიჯეთ მეორე, დამოუკიდებელი ცხოვრების საფეხურზე. მინდა გისურვოთ უამრავი წარმატება, სკოლაში მიღებულმა ცოდნამ, ჩვენმა ყოველდღიურმა რჩევა-დარიგებებმა, გაგინათოთ გზა წარმატებული და ლამაზი ცხოვრებისკენ მიყვარხართ და მომენატრებით“,- წერს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203