„ვიკვლევთ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებას“ - ჩაისუბნის N2 სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესო პროექტზე იმუშავა
21-05-2020

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა მზია კობალაძემ, მერვე კლასში, საინტერესო პროექტზე - „ვიკვლევთ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებას“ დისტანციურად იმუშავა.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები. ქეთი კონცელიძემ და ანრი კონცელიძემ მოამზადეს ერთობლივი პრეზენტაცია - თამარის ეპოქა, ოქროს ხანა.

სადაც გაშუქებული იყო ამ ეპოქის ისტორია, კულტურა და ხელოვნება. მოსწავლეებმა ლანა მოფინაძემ, ანა ყურშუბაძემ და ვიოლა ყურშუბაძემ ​თამარის პორტრეტები დახატეს.

იხილეთ პრეზენტაზია 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203